აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმაურა - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალიევის სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს ილჰამ ალიევს.
„დიქტატურის გამოვლინებაა, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად“, - ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ მთავრობის ქმედება.
„ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით დაფიქსირდა უკრაინასთან დაკავშირებით, როცა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოსგან. ეს ზოგადად, დიქტატურის გამოვლინებად მიმაჩნია, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად და ასეთი მნიშვნელოვანი განხილვის ეტაპზე, მათ შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ეტაპზე გამორიცხულია საქართველოს პრეზიდენტი. არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის კამპანია იყო „გარეჯი საქართველოას“ პროპაგანდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ რუსული „ეფესბეს“ შეთითხნილი რუკები გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ ამ კამპანიისთვის წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის. როცა პრეზიდენტ ალიევთან არც კი განხილულა ეს საკითხი, ეს ნიშნავს იმას, რომ გარეჯი მათ არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ თამაშობენ სახელმწიფო ინსტიტუციებით. მე არ ვიცი, კიდევ რა ტიპის უმსგავსობა შეიძლება იყოს ჩადენილი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომ ამას გაუტოლდეს.
ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. წარმოდგენაც კი მიჭირს, ეს ნიუსი რომ ითარგმნება, აზერბაიჯანში ან საქართველოს სხვა პარტნიორ რომელიმე ქვეყანაში რა განწყობა უნდა დატოვოს ამ ტიპის მოცემულობამ,“- აღნიშნა პარტია „ლელოდან“ პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს თავშეკავება მართებს და „აბსოლუტურად არ იყო საჭირო ამ თემაზე ამხელა ამბის ატეხა“.
„მე ვერ ვხედავ ამ თემაზე ამდენი ლაპარაკის აუცილებლობას. არ მგონია, რომ ამ ვიზიტის თემა უნდა გადაიფაროს იმით, შეხვდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციით ის უფლებამოსილებები, რომ მაინცდამაინც ეს შეხვედრა შემდგარიყო. ან მოწვევა ცალკე რა არის? საერთოდ, რომ იწვევ პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რასაკვირველია, იქ საკითხების წრესაც განსაზღვრავ და არ არის ის საკითხების წრე, არ არსებობს, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს - საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული“, - განაცხადა ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ილჰამ ალიევი საქართველოს 24 ოქტომბერს, ერთი დღით ეწვია. მანამდე, ალიევი ბოლოს 2015 წელს გვსტუმრობდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლეს მცხეთაში, „შატო მუხრანში“.