„სამარცხვინო სპეკულაციებია“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას დასწრებას ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერებიც იმყოფებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
კობახიძის თქმით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.
„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.
რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.
30 ივლისს ირაკლი კობახიძე ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც თეირანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მასუდ ფეზეშქიანმა ფიცი დადო შეძახილების „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ფონზე. ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ ირანის პალესტინელი მოკავშირეების „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები, აგრეთვე თეირანის მიერ მხარდაჭერილი იემენის ჰუსიტების მოძრაობისა და ლიბანის „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ფეზეშქიანი პრეზიდენტად ივლისის დასაწყისში აირჩიეს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, ებრაჰიმ რაისი 19 მაისს, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანში 22 მაისსაც ეწვია და რაისის დაკრძალვას დაესწრო.
ამ თემაზე:
