თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, წარმოშობით ირანელი აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
აიდა ბალაფკანს, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია, საქართველოში შემოსვლაზე უარი 2022 წლის 26 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტების გარეშე ეთქვა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების თაობაზე კვლევითი საქმიანობის დაწყებას აპირებდა. მანამდე, ის საქართველოში რამდენჯერმე იყო ნამყოფი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს საზღვარზე საათების განმავლობაში ამოწმებდნენ, უსვამდნენ კითხვებს, არ მისცეს მეუღლესთან ერთად ყოფნის და საელჩოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
„არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფკანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ირანში დაიბადა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ითქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ამასთან სასამართლოში საქმის განხილვისას დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც თითქოს აიდას შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. ხსენებული ქვეპუნქტი დეპარტამენტის მიერ სისტემატურად გამოიყენება“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაციის შეფასებით, აიდა ბალაფკანის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწროდ და ადამიანის ძირითადი უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას ამკვიდრებენ.
