თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე კიკნაძის სარჩელი და ბათილად ცნო ბრძანება მისი ლაბორანტად დაქვეითების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
მუზეუმს ეკატერინე კიკნაძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
„მთავარია ის, რომ დაკმაყოფილდა სარჩელის პირველი ნაწილი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - ეს არის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაყვანა. მეორე ნაწილი, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, რაც ჩემს ჩამოქვეითებას რამდენიმე თვეში მოჰყვა“, - განაცხადა კიკნაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
ეკატერინე კიკნაძე აპირებს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს იმ ნაწილში, რომელიც პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა.
„მეც და ჩემი კოლეგებიც ამ ბრძოლაში ბოლომდე გავალთ, რადგან ჩვენ ვებრძვით ძალიან დიდ უსამართლობას და ჩვენ ვიბრძვით არა სამსახურისთვის, არამედ საქმისთვის“, - აღნიშნა კიკნაძემ.
ეკატერინე კიკნაძე მუზეუმთა დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის 2021 წლის 29 ივლისის ბრძანებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე დააქვეითეს, შემდგომ კი, რეორგანიზაციის ფარგლებში, 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით ლაბორანტის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს. სასამართლოში მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
2021 წლის მარტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. ეკატერინე კიკნაძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც წულუკიანის პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
