თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული მუზეუმიდან თემურ შარიქაძის და მაია პატარიძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
თემურ შარიქაძის სარჩელზე გადაწყვეტილება 5 მარტს, მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა, ხოლო მაია პატარიძის სარჩელზე მოსამართლე სოსო ღურწკაიას გადაწყვეტილება 28 თებერვალს გახდა ცნობილი.
ორივე შემთხვევაში, სარჩელები ძირითადად დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი თემურ შარიქაძისა და მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის ბრძანება. ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება მათი გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გარდა ამისა, ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 3000 ლარის, ხოლო მაია პატარიძის სასარგებლოდ 2000 ლარის ანაზღაურება მოუწევს.
ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“ იცავს. იურისტ დავით ომსარაშვილის განმარტებით, მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად თემურ შარიქაძისა და მაია პატარიძის მიერ დაკავებული პოზიციები გაუქმდა და სასამართლო მუზეუმს მათ სამუშაო ადგილზე აღდგენას ვერ ავალდებულებს.
რეგიონალური მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ხელმძღვანელი თემურ შარიქაძე და ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მაია პატარიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის მასიში გაათავისუფლეს. მათი და კიდევ 19 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა.
2021 წლის მარტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა დაწესებულებაში რეორგანიზაცია და მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. სასამართლოში შრომითი დავა სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ გათავისუფლებულ 10-ზე მეტ ადამიანს აქვს მოგებული, მათ შორის არიან ეკა კიკნაძე, ლიკა მამაცაშვილი, ირმა მანაგაძე, დინარა ვაჩნაძე, ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე, გუგა გოგაძე, გიორგი ჯამბურია, თინა ვაშაყმაძე და ნინო მაჭარაშვილი.
