სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა ყაზბეგში, მეტეოსადგურზე, ავარიული ინციდენტი განიცადა. დაშვების მცდელობისას ვერტმფრენი მიწას წინა შასით შეეხო, თუმცა აფრენა მოახერხა. შემთხვევა 26 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მყინვარწვერზე პოლონელი მაშველების დასახმარებლად იმყოფებოდა.
„დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ტრაგედიით დასრულდა „მი-8“-ის მონაწილეობით, ერთი წლის წინ, გუდაურში განხორციელებული სამაშველო ოპერაცია. 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, რა დროსაც ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა. რვავე ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენს გამოცდილი მფრინავი ზაზა ლორია მართავდა. ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი. ბორტზე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი, გიორგი ვენეცკი, მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ კლდესთან შეჯახების შემდეგ ვერტმფრენს კუდა ხრახნი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ, აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად მისი შესაძლო გაუმართაობაც დასახელდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ახლებით 2022 წლის მარტში ჩანაცვლდა, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, მაგრამ საზოგადოებისთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
