თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 27 წლის მამაკაცს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
საქმის მასალების მიხედვით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის წლის 6 მაისს ბრალდებულმა ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში, „გრანდ მოლში“, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება განახორციელა. შემოწმების შედეგად, სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.
„საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები და გამოთხოვილია ცრუ შეტყობინების აუდიოჩანაწერი. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ხმა ეკუთვნის ბრალდებულს. ზარი ქალაქ ბათუმიდან განხორციელდა. მოტივთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება მეტი დეტალი“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას და მის გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატ გიგი სვანიძის თქმით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-მა ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინების ბრალდებით ერთი პირი თებერვალშიც დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 14 თებერვალს, 28 წლის კაცმა არასრულწლოვანი ნათესავის ტელეფონით დარეკა ავიაკომპანია Wizz Air-ის ცხელ ხაზზე და განაცხადა, რომ ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ამის გამო ბორტი, რომელზეც 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, უკან დაბრუნდა და აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
