საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის, „აკუსტიკის“ წამყვანები მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი მუსიკალურ პროექტს 6 წლის განმავლობაში უძღვებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით. სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ.
გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა. ასე გადაწყდა - ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება“, - წერს მებო ნუცუბიძე Facebook-ში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ განმარტავს, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.
მებო ნუცუბიძე აქტიურად გამოდიოდა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ და მთავრობის კრიტიკას არ ერიდებოდა. „ხომ ხედავ, შე კაი ადამიანო, არ უნდა ამ ხალხს ეგ შენი კანონი. გინდა რუსული ეძახე, გინდა ფრანციცული, გინდა - ნემეცური. სახელს რა არსებითი მნიშვნელობა აქვს? მე რომ ჩემი სახლის წინ ორმოში დაგუბებულ წყალს ოკეანე ვეძახო, დროთა განმავლობაში შიგნით გემები გამოჩნდებიან? ზუსტად ეგრე არ ვარგა ეგ კანონი და დრო არაფერს შეცვლის. არ უნდა ხალხს და მორჩა“, - წერდა მებო ნუცუბიძე 8 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების შემდეგ.
2023 წლის ბოლოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამყვანი დავით გორგილაძე გაათავისუფლა, ხოლო მისი გადაცემა, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო, დახურა. დავით გორგილაძეც საჯაროდ აფიქსირებდა თავის პოზიციას რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომლის მიღება მმართველმა პარტიამ გასული წლის მარტში წარუმატებლად სცადა. საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაწყვეტილება დაფინანსების მოდელის ცვლილებით ახსნეს და განაცხადეს, რომ საკითხის პოლიტიზება „კატეგორიულად მიუღებლად“ მიაჩნდათ.
