ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თხოვნა იყო, აშშ-მა საქართველოში შეწყვიტოს ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულები იყვნენ. ამის შესახებ სენატორმა შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რასაც კობახიძემ ტყუილი უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
სენატორის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ აგენტების შესახებ კანონი გამჭვირვალობისთვისაა, რომ სურთ თვალყური ადევნონ იმას, რაც რა ხდება, „მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის“.
„საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე, ნებისმიერ განსხვავებულ აზრთან დაპირისპირებაზე.
ერთი რამ, რაც პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, როდესაც შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე და ჩვენს შეშფოთებაზე, რომელიც ეხება ურთიერთობების გაუარესებას და „ქართული ოცნების“ ნების არარსებობას, ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს უპასუხოს - და მისი ერთი თხოვნა იყო, რომ შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც შესაძლოა კრიტიკული იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა: „ეს არის დემოკრატია“. ის არ გულისხმობს განსხვავებული აზრის და აზრთა სხვადასხვაობის ჩახშობას. ის გულისხმობს იმის აღიარებას, რომ იქნება კრიტიკა იმისა, რასაც აკეთებ. ეს დემოკრატიის არსის ნაწილია.
ასე რომ, კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს.
საერთო ჯამში, ისინი საუბრობენ ავტოკრატიად გადაქცევაზე. მათ უნდათ იყვნენ დიქტატურა და არა დემოკრატია“, - განაცხადა შაჰინმა.
სენატორმ აღნიშნა, რომ აშშ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს მას შემდეგ, რაც ის პირველად იქნა წარდგენილი: „ის ასლია მსგავსი კანონსა, რომელიც რუსეთში მიიღეს და რომელმაც გამოიწვია ამდენი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის რუსეთიდან გამოსვლა. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოში. [...] რთულად გასაგებია, რატომ აკოპირებს რუსულ კანონებს ქვეყანა, როცა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და სულ უფრო მეტად ხელყოფს საქართველოს ტერიტორიას“.
ირაკლი კობახიძე სენატორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, უარყო.
„ასეთი რამ არ მითქვამს შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, - თქვა პრემიერმა.
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრია და რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი საქართველოში აგვისტოში იმყოფებოდნენ. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს შეხვდენენ. სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შერხვედრაზე უარი თქვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.