ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამოსვლის დროს, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, გენერალურ მდივან კახა კალაძესა და საქართველოს არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„მე ვიტყოდი, რომ დროა შეერთებულმა შტატებმა უფრო გადამწყვეტი და დროული გადაწყვეტილების დემონსტრირება მოახდინოს. ნახევარი ზომები ამ ეტაპზე არასწორი გზავნილია.
ამიტომ მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას სანქციები დააწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძისა და პრემიერ-მინისტრ კობახიძის წინააღმდეგ.
საქართველო თავისუფლებისმოყვარე ხალხის სამშობლოა. ისინი ოდესღაც იყვნენ მოსკოვის კონტროლის ქვეშ და უკან დაბრუნება არ უნდათ“, - განაცხადა უიკერმა.
19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. მანამდე, 16 სექტემბერს, აშშ-მა სანქციები დაუწესა გდდ-ის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილსა („ხარება“) და მის კიდევ ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს. აშშ მათ აკისრებს პასუხისმგებლობას მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის, 2024 წლის დემონსტრაციების დროს.
დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, 20 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, პოლიციის მაღალჩინოსნებს, პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარადგენს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, თუ სანქციების გამო რომელიმე მათგანს „ფინანსური დანაკლისი“ წარმოექმნება, მას სახელმწიფო აანაზღაურებს.
