შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგიონებში გამომძიებლისა და მართლწესრიგის ოფიცრის 66 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. სამუშაო რეჟიმი არანორმირებულია, ანაზღაურება 2210 ლარი. მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს. ხელფასი 1755 ლარია, სამუშაო გრაფიკი აქაც არანორმირებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 15 ვაკანსიაა; გურიის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 2 ვაკანსია; სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 9 ვაკანსია; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 6 ვაკანსია და უფროსი გამომძიებლის 2 ვაკანსია; სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 1 ვაკანსია; შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 4 ვაკანსია; ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 6 ვაკანსია და მართლწესრიგის ოფიცრის 16 ვაკანსია; კახეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 5 ვაკანსია.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ სხვა ტერიტორიულ დანაყოფებშიც გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები და ვაკანსიებიც რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა.
გასული წლის აგვისტოში, შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ერთდროულად 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შემდეგ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ასეულობით პოლიციელი სამსახურს ტოვებს და საზღვარგარეთ მიდის.
„სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება მასობრივია. ასეთი მასშტაბური ვაკანსია პოლიციას არ ახსოვს. უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი ისე გარბის, აღარც ეკითხებიან. გარბიან და მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულები საუწყებლად რეკავენ, რომ წავიდნენ უწყებიდან. გარბიან იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ამ ქვეყანაში პატრიოტ ადამიანებს“, - აღნიშნა მელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ 145 ვაკანსიის გამოცხადება სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით ახსნა.
რაც შეეხება ემიგრაციაში წასული ყოფილი პოლიციელების მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს, რომ სამსახურიდან წასვლის ძირითადი მიზეზი დაბალ ანაზღაურებასთან ერთად პოლიციის პოლიტიზებაა, სამინისტრო უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს - „სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი, როდესაც საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები არღვევენ კანონს და უცხო ქვეყანაში ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვების მიზნით, მსგავს მორალურად მიუღებელ ფორმებს მიმართავენ“.
საქართველოდან ამერიკაში, ემიგრაციაში წასული პოლიციელები ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლებად მუშაობენ.