შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს ყოველთვიურად აღარ გამოაქვეყნებს. სამინისტროს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
შს სამინისტრო ვებგვერდზე ყოველთვიურად აქვეყნებდა რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებს, ოჯახში ძალადობის სტატისტიკას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას, გაცემული მართვის მოწმობების შესახებ ინფორმაციას, სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებულ სხვა მონაცემებს.
მინისტრის მოადგილის, ლექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ყოველთვიურად დანაშაულის სტატისტიკაც აღარ გამოქვეყნდება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39%-ით (-1908 ფაქტი), მათ შორის, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, ბინის გაქურდვა და სხვა.
„პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის. არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით, გამოქვეყნდება წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდება ყოველი წლის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ფორმით.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს ქვეყნიდან საქართველოს 2 422 849 მოქალაქე გავიდა და 2 378 263 შემოვიდა.
შსს-ს მონაცემების თანახმად, 2022 წელს ყველაზე მეტჯერ საქართველოს საზღვარი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს. კერძოდ, ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოში 1 459 541 ადამიანი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 401%-ით მეტია. ქვეყანაში 120 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გასული წლის 21 სექტემბრის შემდეგ გაიზარდა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ომში 300 000 ადამიანის გასაწვევად. ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი იდგა.
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე რუსეთის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. აქედან, 13 262 საცხოვრებელი ბინაა, რომელზეც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 11 722 მოქალაქის საკუთრების უფლება.