სომხეთმა რუსეთს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელიც ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების საქმიანობის შეწყვეტას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„სომხეთს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს. ვაცნობეთ, რომ ზვართნოცის აეროპორტში მომსახურებას სომხეთის სასაზღვრო ჯარები უნდა ახორციელებდნენ“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა.
კითხვას, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი პოტენციალს იძენს სხვადასხვა მიმართულებით და ამ დროისთვის მას აქვს პოტენციალი, სრულად გააკონტროლოს აეროპორტი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო სომხეთში 4 სასაზღვრო რაზმს მოიცავს - გიუმრიში, არმავირში, არტაშატსა და მეღრიში, ასევე ცალკე გამშვებ პუნქტს ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში. რუსი მესაზღვრეების სომხეთში ყოფნის საფუძველი 1992 წელს გაფორმებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებაა.
რამდნიმე დღის წინ ამ საკითხზე კომენტარი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმაც გაკეთა. მისი თქმით, „სწორი იქნებოდა“, რუსი მესაზღვრეები აეროპორტიდან წასულიყვნენ. „ჩვენი ქვეყნის საზღვრებს თავად დავიცავთ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დაიცავენ“, - აღნიშნა სიმონიანმა. ამ განცხადებას „არამეგობრული ქცევის“ მაგალითი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
თებერვლის ბოლოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მისი ქვეყნის წევრობა ფაქტობრივად გაყინულია. ფაშინიანმა ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ 2021-2022 წლებში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტების დროს, ორგანიზაციამ სომხეთთან მიმართებაში „უსაფრთხოების ვალდებულებები არ შეასრულა“. ამასთან, ნიკოლ ფაშინინმა თქვა, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის საკითხი „დღის წესრიგში არ დგას“.
