„სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრის“ გამო პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციას არ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მივიდა, პროტოკოლის წესების „უხეში დარღვევაა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს მთავრობის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საკონსტიტუციო დავაზეც. მთავრობა პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო ედავება და სასამართლოსგან ამ ქმედებების კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ წაროებაში 2022 წლის 24 ივნისს მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 6 თვის გასვლის მიუხედავად, სარჩელზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევიდან კონსტიტუციური სარჩელის შეტანამდე, მთავრობამ სულ 37 ელჩის კანდიდატურა წარუდგინა და მათგან 36-ის დანიშვნას ხელი წარდგენიდან „მაქსიმუმ ერთ კვირაში ან ათ დღეში“ მოაწერა. 37-ე აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იყო, რომელიც მთავრობამ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად შეარჩია. ზურაბიშვილი მის დანიშვნას არ ეთანხმებოდა: „5 წელი ელჩი იყო ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, - ამბობდა ის, თუმცა აგვისტოს ბოლოს, ბაქრაძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მაინც მოაწერა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტის ადგილი პროტოკოლით გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. უწყების განმარტებით, პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა: „იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).