სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დარღვევები დაადგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე დარღვევები დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძესთან მიმართებაში დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი - სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია).

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. კერძოდ, მას არ სურდა საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო საკუთარი პირადი ცხოვრება და საქმის მასალებში არსებული სხვა ინფორმაცია არ იყო ისეთი, რომ სასამართლო პროცესი სრულად დაეხურათ. 

ასევე, განმცხადებლის მტკიცებით, საჯარო მოხელეების განცხადებებმა ხელი შეუწყო დამნაშავედ მის წარმოჩენას.

სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილებით, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში.

განმცხადებელი გიორგი მამალაძე ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო, რადგან მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა განმცხადებლის განაჩენი.

განმცხადებლის დამნაშავედ ცნობისას, შიდა სასამართლოები დაეყრდნენ I.M.-ს მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც მრავალმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ავთენტური და სხვა მტკიცებულებები. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე „მკვლელობის მომზადებასთან“ დაკავშირებით.

ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“, - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გიორგი მამალაძისთვის 9418 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, ნებისმიერი გადასახადის, რომელიც შეიძლება დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

მომჩივანი ითხოვდა 376 304 ლარის დაკისრებას მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად შემოსავლის დაკარგვისთვის და 150 000 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

სასამართლოს განმარტებით, არ დადგინდა რაიმე მიზეზობრივი კავშირი აღმოჩენილ დარღვევებსა და სავარაუდო მატერიალურ ზარალს შორის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები პროცედურული ხასიათისაა და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე. სამინისტროს ინფორმაციით, თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2017 წელს, ბერლინში ყოფნისას მამალაძე იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებულ პატრიარქს ახლდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დეკანოზს 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე საქმეზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. როგოც მაშინდელმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა, საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).