სუროგაციის ცენტრის, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ მფლობელი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა კომპანიის კიდევ ერთ მფლობელს, უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულმა არმენ მელიქიანმა და 1976 წელს დაბადებულმა რუსლან ტიმოშენკომ სუროგატი დედების სამედიცინო და სხვა ხარჯებისთვის ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხები მიითვისეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შპს „ქინდერლი ჯორჯია“, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შპს „ქინდერლი ჯორჯია“ ახდენდა სუროგატი დედების მოძიებას და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენელი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული შპს-ს სახელით, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა გამოეყენებინათ სუროგატი დედების სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯებისთვის, ასევე ბინის ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დასაფარად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს“, - აცხადებს შსს.
სუროგატმა დედებმა პოლიციას გამოძიების მოთხოვნით მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართეს. დაზარალებულია 20-ზე მეტი ქალი. მათი ნაწილი საქართველოში ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან ჩამოიყვანეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
