შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ დასანქცირებულმა მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა. როგორც სამინისტორში განაცხადეს, ის სამსახურიდან „პირადი განცხადების საფუძველზე“ წავიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ბოლო პერიოდში შსს-დან დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებული არაერთი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ. მალევე თანამდებობები დატოვეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, მეტსახელად „ხარებამ“ და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ, მირზა კეზევაძემ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის, გომელაური, ხარაზიშვილი და ლაგაზაური 2024 წლის დეკემბერში დაასანქცირა, კეზევაძე კი 2025 წლის აპრილში.
მანამდე, გდდ-ის მაღალჩინოსნების მიმართ სანქციები აშშ-მა შემოიღო. ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2024 წლის მაისში, რუსული კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ ძალადობას ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური ზედამხედველობდნენ. ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ჰყავთ დასანქცირებული.
მილერი ლაგაზაურმა და შსს-ს სხვა სანქცირებულმა მაღალჩინოსნებმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისგან ღირსების ორდენები მიიღეს - „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
