საქართველო პრეზიდენტის არჩევნები შედგა, რადგან მასში 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის წევრთა ნახევარზე მეტმა უკვე მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
„ხმის მიცემის პროცესი 14:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“, - განაცხადა იოსელიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
ცესკოს პრსსპიკერმა განმარტა, რომ კანდიდატი პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ს, ანუ 200 ხმას.
„ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, პარლამენტის სასახლეში გაიმართება ცესკოს სხდომა, სადაც კანონით დადგენილი წესით დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს თავმჯომარე შედეგებს წარუდგენს როგორც საარჩევნო კოლეგიას, ისე საზოგადოებას.
თუ 200 ხმას ვერ მიიღებს კანდიდატი, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გაიმართება მეორე ტური და მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატს დასჭირდება ხმათა უმრავლესობა იმისთვის, რომ იყოს გამარჯვებული“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
„ქართული ოცნება“ არალეგიტიმურ პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნებს აქციისა და საპოლიციო ძალების მობილიზაციის ფონზე ატარებს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნებში პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს. „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი და დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით, არაპირდაპირი წესით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას - 55. იმის გამო, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნა, მათთვის განსაზღვრული 55 ადგილი „ქართულმა ოცნება“ შეავსო, რის გამოც საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დანიშნული. ფორმალურად სწორედ ამ დღიდან შეუწყდება უფლებამოსილება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება და მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას“, ვინც ის უნდა შეცვალოს.