უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან სახელაშვილი დაიღუპა. ის საარტილერიო დაბომბვას 2 ნოემბერს ემსხვერპლა. ლევან სახელაშვილი ხერსონის ოლქის მიმართულებით იბრძოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისე რომეო ფარულავა ამბობს, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან სახელაშვილი ყველაზე ცხელ წერტილებში იმყოფებოდა.
„ეს იყო ირპენი, კიევის ოლქში. ეს იყო ლისიჩანსკი. ეს იყო იზიუმი. ეს იყო ის ადგილი, სადაც დღეს დაიღუპა. ვასახელებ ქალაქ ბაშტანკას [მიკოლაივის ოლქი], მეტის უფლება არ მაქვს. ამ ადგილებში, ყველა ბრძოლაში წინა ხაზზე იყო. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ცუდი ამბავი დაგვემართა“, - აღნიშნავს ფარულავა.
ერთ-ერთი მიმართულება, სადაც დღეს ყველაზე რთული ბრძოლები მიმდინარეობს, ხერსონია. რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერმა, რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე რამზან კადიროვმა აღიარა, რომ იქ ერთ-ერთი ჩეჩნური ბატალიონის 23 მებრძოლი დაიღუპა, 58 კი დაიჭრა.
ქალაქი ხერსონი, რომელიც 2022 წლის 1 მარტიდან არის ოკუპირებული, რუსეთმა სექტემბრის ბოლოს ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანა. იმავე პერიოდში უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსებმა ხერსონიდან გაქცევა დაიწყეს, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ამას „საინფორმაციო ოპერაცია და მანიპულაცია“ უწოდა. მისი თქმით, რეალურად, რუსეთის ჯარი ქალაქის დასაცავად ემზადებოდა.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში უკრაინაში ოცდარვა ქართველი მებრძოლი დაიღუპა:
- ლევან სახელაშვილი - ბაშტანკა, მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
- გურგენ (გუგა) გაგნიძე - დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
- ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
- ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
- დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;