განათლების ექსპერტი, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სიმონ ჯანაშია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ უმაღლესი განათლების რეფორმას ეხმაურება. ჯანაშიას თქმით, ცვლილებების რეალური მიზანი სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვა, პროფესორებსა და სტუდენტებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებაა, რისთვისაც მთავარ მექანიზმს დაფინანსების სისტემის ცვლილება წარმოადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
„უნივერსიტეტები დამოუკიდებელბი არიან სახელმწიფოსგან იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან პირდაპირ იღებენ მათი დაფინანსების უმცირეს ნაწილს. სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოიპოვებს სასწავლო გრანტს და ეს სასწავლო გრანტი მიაქვს იმ უნივერსიტეტში, იმ პროგრამაზე, რომელიც მას მოსწონს. კიდევ არის რაღაც მცირე დაფიანსება, რასაც სახელმწიფო პირდაპირ აძლევს უნივერსიტეტებს ე.წ. უფასო ფაკულტეტების მეშვეობით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ვერ წყვეტს, რომელ უნივერსიტეტს მისცეს და რომელს არა - რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტსაც აქვს, მაგალითად, ისტორიის მიმართულება, აფინანსებს სახელმწიფო.
როგორ უნდა შეზღუდოს უნივერსიტეტები: პირველი - დაფინანსების წყაროები უნდა გადაუკეტოს. დაფინანსება რეალურად ხდება სტუდენტების მიერ ისე, რომ მას ვერ აკონტროლებს სახელმწიფო და ეს უნდა შეცვალოს. ამიტომ კობახიძემ თქვა, რომ ამ საგრანტო სისტემიდან გადავლენ ე.წ. სახელმწიფო დაკვეთების სისტემაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტს დააფინანსებს და რომელს არა, რასაც დღეს არ აკეთებს“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მეორე წყაროა უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული შემოსავალი. ამასტან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ცალკეულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტები „ჭარბად არიან მოზიდული“.
„დაფინანსების მეორე წყარო, რაც უნდა შეუზღუდოს და ეს თქვა კობახიძემ, არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ უცხოელი სტუდენტები და ეს უცხოელი სტუდენტები არ უნდა ხვდებოდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რადგან ეს, თურმე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქცევს ბიზნესად. რატომ აკეთებს ამას? უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ქართველი სტუდენტებისგან მიღებული. უცხოელი სტუდენტები შეიძლება იხდიდნენ ათჯერ უფრო მეტს - შეიძლება 20 000 ლარს იხდიდნენ წელიწადში, ქართველი სტუდენტი კი შეიძლება იხდიდეს მხოლოდ 2000 ლარს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს გულისხმობს იმასაც, რომ უცხოელი სტუდენტები საკმაოდო დიდი შემოსვალია უნივერისტეტებისთვის, რაც ასევე აძლიერებს მათ ფინანსურ ავტონომიას.
თუ უნივერსიტეტს აქვს ფინანსური ავტონომია, მაშინ ის პოლიტიკურადაც უფრო თავისუფალია და მის პროფესურას აქვს უფრო მეტი თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოლიტიკუტრი მოსაზრებები. კობახიძეს უნდა, ეს ფული უნივერსიტეტბს ჩამოართვას.
აქ პრობელმა არის ის, რომ უცხოელი სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილია. სამედიცინო უნივერსიტეტი, რეალურად, პოლიტიკური პრობლემა ნაკლებად არის ხელისუფლებისთვის, რადგან მისი ხელმძღვანელობა უფრო ლოიალურია პარტიის მიმართ. ამიტომ, ასეთი დათქმა გააკეთა კობახიძემ - გამონაკლის შემთხვევაში მივცემთ უფლებას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ რაღაც სპეციალობებზე ჰყავდეს უცხოეული სტუდენტები. გამონაკლისის დაშვება, ცხადია, რაზეა დამოკიდებული - თუ პარტიას ემსახურები გამონაკლისს დაუშვებენ, თუ არ ემსახურები - არ დაუშევებენ. მაგალითად, თუ ხარ ილიას უნივერისტეტი, რომელიც ცნობილია იმით, რომ მისი პროფესორები და სტუდენტები უფრო ჩანან საზოგადობრივად, ვიდრე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ პროტესტებში, ასეთ შემთხვევაში, ილიას უნივერისტეტს უნდა წაართვან ფული, რომ უფრო მეტად დამოკიდებული გახადონ პარტიის წყალობაზე.
მესამე, რაც კობახიძემ თქვა, არის ის, რომ უნდა გააუქმონ შესაძლებლობა, რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდეს ერთი და იგივე სპეციალობა. რატომ უკავშირდება ეს დაფინანსებასაც - სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო არის პოპულარული ფაკულტეტები, სპეციალობები. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბიზნესის მიმართულება. თუ აღმოსავლეთმცოდნეობაზე ან სოცოლოგიაზე აბარებს 20-30 აბიტურიენტი, ბიზნესის მიმართულებით 1000, 1200, 2000-იც შეიძლება აბარებდეს. ეს არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. თუ სხვადახვა უნივერსიტეტში ამ სპეციალობების დუბლირება არ შეიძლება, მაშინ ეს იმას გულისხმობს, რომ ბიზნესის ფაკლუტეტი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ან ტექნიკურ უნივერსიტეტს და ყველა დანარჩენი უნივერსიტეტის შემოსავალი იზღუდება ასეთი გზით. ეს არის შემოსავლების შეზღუდვის მესამე გზა“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
განათლების მინისტრის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლების შეზღუდვის მეოთხე გზაა დაფინანსების ერთი მეოთხედის პირდაპირ ჩამოჭრა, რაც ოთხწლიანი ბაკალავრიატის სამწლიანად გადაკეთებით მიიღწევა.
„ზოგიერთ სპეციალობას ახლაც აქვს სამწლიანი ბაკალავრიატი, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, დომინანტური ფორმა, გარდა სამედიცინოსი, როგორც კობახიძემ თქვა. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოსავლების ¼ უბრალოდ მოაკლდებათ უნივერსიტეტებს, რაც თავისთავად იქნება კრიზისის ერთ-ერთი წყარო. ისინი უფრო და უფრო მეტად გახდებიან პარტიაზე და სახელმწიფოზე დამოკიდებულები“, – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მნისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს საუნივერსიტეტო რეფორმის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, „პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი“ სამ წელიწადში ბაკალავრიატის და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. კობახიძემ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად „უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია“ დაასახელა - აღნიშნა, რომ დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას დედაქალაქში იღებს. კობახიძის თქმით, დეკონცენტრაციისთვის „თბილისთან ერთად ქვეყანაში უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა“. „ქართულო ოცნების“ პრემიერმა ქუთაისსა და რუსთავში ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე ისაუბრა.
