საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც სოხუმის აეროპორტი, 49 წლით, რუსეთს გადაეცემა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 ივლისს დე ფაქტო პარლამენტმა, 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ, „აფხაზეთის მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის“ სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება გულისხმობს რუსული იურიდიული პირის მიერ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საქმიანობის განახლებისა და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით საინვესტიციო პროექტის განხორციელებას.
აეროპორტის იჯარის ვადა 49 წელია და ინვესტორი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ალხას ბარციცმა განაცხადა, რომ უკვე არსებობს 2 ინვესტორი, რომლებიც მზად არიან პროექტს ხელი მოჰკიდონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვისთან გაფორმდება კონტრაქტი, სპეციალური კომისია მიიღებს. ბარციცმა განმარტა, რომ ინვესტორი გადასახადების უმეტესი ნაწილისგან თავისუფლდება იმის გამო, რომ აეროდრომის ნაწილი აფხაზური მხარის პასუხისმგებლობის ზონაშია, რომელსაც არ აქვს საკმარისი სახსრები მისი რეკონსტრუქციისთვის, ინვესტორი კი ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. პირველ ეტაპზე, შერჩეული რუსული კომპანია 6-10 მილიარდი რუბლის ინვესტიციას ჩადებს.
„სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება 2023 წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. მას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა მოაწერეს. პროექტის ვადებში განხორციელების შემთხვევაში, აეროპორტის გახსნა 2024 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. რუსული მხარე მოელის, რომ მგზავრთა ნაკადი წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი იქნება. აეროპორტი ორმაგი დანიშნულების (სამოქალაქო და სამხედრო) სტატუსს შეინარჩუნებს.
