საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გადადგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესაუბრა ზურაბ აზარაშვილს, რის შემდეგაც, მან თანამდებობა დატოვა.
ზურაბ აზარაშვილის გადადგომას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. ექიმებთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი შენობის აშენებამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი არ მოხდება და რეორგანიზაციის პროცესიც გაჩერდება.
კობახიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მედიაში ოთხი მინისტრის, მათ შორის, ზურაბ აზარაშვილის შესაძლო შეცვლის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რასაც მმართველ პარტიაში უარყოფდნენ. პრემიერად წარდგენის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩენა მთავრობის თითოეულ წევრს შესთავაზა და უარი მხოლოდ თავდაცვის მინისტრისგან მიიღო.
ზურაბ აზარაშვილი მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბერში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 2020 წლიდან ზურაბ აზარაშვილი ჯერ სახელმწიფო კომპანია „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორად მუშაობდა, ხოლო შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურ დირექტორი გახდა.
