პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ „გარკვეულწილად რუსეთის სიბრაზე გამოიწვია“ და მოსკოვმა „უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას, ეჩვენებინა თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად იანვრიდან, გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო. იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ, თითქოს, მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ; თითქოს, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსი უკრაინამ დააჩქარა, რადგან უკრაინელების ბრძოლის გარეშე, „ევროპას მეტი დრო დასჭირდებოდა, უფრო გახსნილი გამოჩენილიყო ქვეყნებისთვის, ვინც ევროპას ელოდება“.
ამასთან, ზურაბიშვილმა საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უკრაინაში მიმდინარე ომის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით შოკირებულია.
„მთავრობა, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, თუ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდზე სამების საკათედო ტაძარი თბილისის შუაგულში.
ამან სრულიად საქართველოს აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია ასევე „ქართული ოცნების“ დარჩენილ მხარდამჭერებში, „ქართული ოცნების“, რომელიც (ვთქვი და კიდევ ვიტყვი) ქართულ კოშმარად იქცა. ამდენად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პარლამენტში დაესწრო დოკუმენტური ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ჩვენებს. მან აღნიშნული განცხადებები ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.
