2022 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 29 ათასამდე მოქალაქემ მოითხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ (EUAA) 2022 წლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 28 797-მა მოქალაქემ მოითხოვა. 26 400-მა მოქალაქემ განაცხადი პირველად წარადგინა, 2397-მა კი განმეორებით. 2022 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაორმაგდა 2021 წელთან შედარებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს მოქალაქეების განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 4%-ია. გასულ წელს ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 468 თავშესაფრის მაძიებელს მიენიჭა, ხოლო 18 089-ს სტატუსზე უარი ეთქვა. 258-მა სუბსიდიარული (დროებითი) დაცვა მიიღო. ამჟამად განხილვაშია 15 328 საქმე.

საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომელთა მოქალაქეებმა ყველაზე მეტი განაცხადი წარადგინეს. თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა 50%-დან 100%-მდე გაიზარდა პაკისტანის (37 000 განაცხადი), ბანგლადეშის (34 000) და საქართველოს (29 000) მოქალაქეების შემთხვევაში.

ყველაზე მეტი განაცხადი, წინა წლების მსგავსად, სირიისა (დაახლოებით 132 000) და ავღანეთის (129 000) მოქალაქეებმა წარადგინეს. მესამე ყველაზე დიდ ჯგუფში თურქეთის (55 000) მოქალაქეები შედიან, რომელსაც ვენესუელისა (51 000) და კოლუმბიის (43 000) მოქალაქეები მოსდევენ. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო წერს, რომ გასულ წელს თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა ყველაზე მეტი განაცხადი წარადგინეს სულ მცირე 2008 წლის შემდეგ.

2014-2022 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ასეთი იყო: 2014 წელი - 8728, 2015 წელი - 8049, 2016 წელი - 8573, 2017 წელი - 11 579, 2018 წელი - 19 959, 2019 წელი - 22 118, 2020 წელი - 8 508, 2021 წელი - 14 647, 2022 წელი - 28 797.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში,რომელიც მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს ეხება, ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური გავლენა იქონია საქართველოზე, რამაც მოქალაქეები აიძულა, ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავშესაფრის თხოვნით მიემართათ. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით:

  • ომის დაწყებამ უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებს თბილისში საცხოვრებლად გადასვლისკენ უბიძგა, რის შედეგადაც გაიზარდა მოთხოვნა საცხოვრებელზე და ქირის ფასმა, 2022 წლის მაისის მდგომარეობით, 101%-ით მოიმატა;
  • წლიური ინფლაცია მაღალი - 13% იყო, ხოლო უმუშევრობის დონემ 2022 წლის პირველ კვარტალში 19%-ს მიაღწია.
  • 2022 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხვის მონაწილე 2024 ქართველიდან 81% მიიჩნევდა, რომ უკრაინაში ომი მომავალში უარყოფითად იმოქმედებდა მათი ოჯახების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან მოქალაქეების მასობრივ მიგრაციას ევროკავშირთან 2017 წლის მარტში ამოქმედებულ უვიზო რეჟიმს უკავშირებს. მისი თქმით, როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, რომ ეს მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.