ხვალ, 9 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები მორიგი საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავენ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეთა შეკრება ორ ადგილზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ და მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ 15:00 საათიდან დაიწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
„როდესაც მთავრობა თელავს ადამიანის უფლებებს და პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს, ჩვენი ვალია, ვალდებულებაა, რომ ვიბრძოლოთ ქუჩაში. ეს განსაზღვრავს, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერას და იმას, რომ ეს ხელისუფლება ჩამოიშლება, უბრალოდ ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. გაჩერებას არავინ აპირებს. როგორც ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას და „ოცნებასაც“, იქნება ბევრი სიურპრიზი, იქნება ძალიან მწვავე, ერთიანი და ძლიერი აქცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მათი საბოლოო შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირი იქნება.
„ამის მთავარი მიზანია, რომ ქალაქმა გამოიღვიძოს და თბილისი, რომელმაც მიუხედავად გაყალბებისა გაიმარჯვა პრორუსულ „ოცნებაზე“, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საკუთარი მომავლის დაცვაში“, - აღნიშნა კუპრაძემ.
აქციას უერთდება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაც“.
4 ნოემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს. მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნაა.
ამასთან, 9 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული პარტია „გირჩსაც“. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ „ფარულობის ტოტალური დარღვევის“ საფუძველზე ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთკვირიანი ვადა მიეცეს.
ცესკოს თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.
