აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისი (პარლამენტი) დაითხოვა და 1-ელ სექტემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით ალიევს მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელობამ მიმართა. პარტიის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ტაირ ბუდაგოვის თქმით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლა ნაკარნახევია იმით, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნები უნდა ყოფილიყო, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია და სხვა დიდი საერთაშორისო ღონისძიებებია დაგეგმილი.
„მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ამ პერიოდში პარლამენტის სრული ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, - დასძინა ბუდაგოვმა.
აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
აზერბაიჯანის პარლამენტი ხუთი წლის ვადით არჩეული 125 დეპუტატისგან შედგება. მოქმედი პარლამენტი 2020 წლის 9 თებერვლის არჩევნების შედეგების საფუძველზეა ჩამოყალიბებული.
