გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ჩავიდა BRICS-ის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში იმართება და მას ვლადიმერ პუტინიც ესწრება. უკრაინამ გუტერეშის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„გაეროს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტზე, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა, მაგრამ ამავე დროს, მან მიიღო მიწვევა ყაზანის სამიტზე ომის დამნაშავე პუტინისგან. ეს არასწორი არჩევანია, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის საკითხს. ეს მხოლოდ აზიანებს გაეროს რეპუტაციას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ყაზანში ვიზიტის წინა დღეს, გუტერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა თქვა, რომ გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს. კითხვაზე, თუ რის თქმას აპირებს ანტონიო გუტერეში ვლადიმერ პუტინისთვის, ჰაკმა აღნიშნა, რომ ის დაადასტურებს „მის ცნობილ პოზიციებს“ უკრაინაში ომისა და სამართლიანი მშვიდობის პირობებთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება გაეროს წესდებას, საერთაშორისო სამართალს და გაეროს რეზოლუციებს. გარდა ამისა, გუტერეში ისაუბრებს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის აუცილებლობაზე, რაც გადამწყვეტია გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით კი მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის.
გუტერეში რუსეთს ბოლოს 2022 წლის აპრილში, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე ეწვია. პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ის კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-დან 24 ოქტომბრამდე იმართება. სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი უკვე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოზას და ეგვიპტის ლიდერ აბდელ ფატაჰ ელ-სისის. ის ასევე შეხვდება ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებს, მასუდ ფეზეშქიანსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს. სამიტს ესწრებიან ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
BRICS-ი 2006 წელს შექმნილი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა. აკრონიმი მომდინარეობს 5 ქვეყნის - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - სახელწოდების პირველი ასოებიდან. BRICS-ის მიზანი ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან ეკონომიკურ კონკურენციაში შესვლა და გლობალურ ეკონომიკაში დომინაციის მიღწევაა. 2024 წლის იანვრიდან ორგანიზაციის წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
