აზერბაიჯანის სახელმწიფომ BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხან ჰაჯიზადამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
BRICS-ი 2006 წელს შექმნილი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა. აკრონიმი მომდინარეობს 5 ქვეყნის - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - სახელწოდების პირველი ასოებიდან. BRICS-ის მიზანი ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან ეკონომიკურ კონკურენციაში შესვლა და გლობალურ ეკონომიკაში დომინაციის მიღწევაა. 2024 წლის იანვრიდან ორგანიზაციის წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანამდე, 18-19 აგვისტოს, აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის სურვილს BRICS-ის წევრობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს ჩინეთიც. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციაში, რომელიც 3 ივლისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მიიღეს.
BRICS-ის უახლოესი სამიტი 22-24 ოქტომბერს, რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში გაიმართება.
