აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარება სურთ. ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 36 პირისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის განცხადება 27 ივნისს შევიდა. „მიგაჩნიათ თუ არა, რომ აუცილებელია აფხაზეთის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება?“ - ასე არის ჩამოყალიბებული რეფერენდუმზე გასატანი შეკითხვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორია ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის მოტივი „ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების არაეფექტური, ანტიეროვნული პოლიტიკაა“, რომელიც „საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სახელმწიფოს“.

„ჩვენ ვაკვირდებით, რომ სახელმწიფოებრიობის ნგრევას ახორციელებენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ აფხაზეთის ხალხის მიერ ომით მოპოვებულ უფლებასთან, იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში, თავიან სამშობლოში და იყვნენ თავიანთი მიწის ბატონ-პატრონები. ვაცხადებთ, რომ ჩვენი ინიციატივა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ნაკარნახევია ჩვენი პასუხისმგებლობითა და მოვალეობით ქვეყნის, აფხაზეთის ხალხის და მომავალი თაობის წინაშე, რომელიც უნდა იცხოვროს დამოუკიდებელ სახელმწიფოში.

ამ მთავრობას არ მივცემთ საშუალებას, განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა პიცუნდას (ბიჭვინთის - რედ.) სახელმწიფო აგარაკის გადაცემა, ბინების შესახებ კანონის მიღება, სახელმწიფო ენერგეტიკული მრეწველობის კერძო კომპანიისთვის მიყიდვა, მორიგი მრავალმილიარდიანი სესხის აღება, რომლის დაფარვის ვალდებულება მომავალ თაობებს დააწვება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

რეფერენდუმის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, სხვადასხვა ჯგუფისა და მოქალაქეების მიტინგებისა და გამოსვლებისა, მოქმედი ხელისუფლება ხალხის აზრს არ ითვალისწინებს.

„მხოლოდ ის გვრჩება, ვივარაუდოთ, რომ მოქალაქეთა მოთხოვნები ეწინააღმდეგება ხელისუფლების მერკანტილურ პირად ინტერესებს. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ აფხაზეთში საჭიროა ხელისუფლების გადაუდებელი ცვლილება. ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციური წესით და უახლოეს მომავალში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საინიციატივო ჯგუფს 15 დღის ვადაში არეგისტრირებს. რეგისტრაციაზე უარის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოთხოვნები დაცული არ არის. რეგისტრაციის მოწმობის მიღების მომენტიდან რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს. საჭიროა, რომ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის ქვეშ 10 ათასმა „მოქალაქემ“ მოაწეროს ხელი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.