არალეგიტიმურმა პარლამენტმა პირადი განცხადებების საფუძველზე დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ასევე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ მიხეილ ყაველაშვილს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატის უფლებამოსილება შუწყდათ „ქართული ოცნების“ იმ წევრებსაც, რომლებმაც არალეგიტიმურ მთავრობაში დაიკავეს თანამდებობები - პრემიერ-მინისტრ ირკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს, იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილსა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილს.
„ქართულ ოცნებას“ დღეს არ უმსჯელია ოპოზიციის იმ წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე, რომლებმაც პარლამენტს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. „ქართული ოცნება“ საშემოდგომო სესიის დასრულებას პარასკევს გეგმავს.
25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა და 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო იმის მიუხედავად, რომ მათი არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული. 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა პარლამენტმა მთავრობაც დაამტკიცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებს, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 16, „ძლიერმა საქართველომ“ - 14, ხოლო პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი მიიღო, არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
