ავტოავარიაში დაიღუპა ელზა მებურიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დედასთან ერთად მიდიოდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს გარდაცვლილის შვილმა და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, სადაც ქალი იყო დასაქმებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აცხადებს კომპანია.
„ჯიპიაის“ განცხადებაში თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ქალი აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა, რაც არ დადასტურდა. „დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა“, - დაწერა სოციალურ ქსელFacebook-ში თამუნა კუბლაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, „ძალაუფლების აღება ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებასაც და ქვეყნის ტრაგედიამდე არ მიყვანას“.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები 28 ნოემბრიდან იკრიბებიან და აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ცხრა დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია არაერთხელ დაარბია. საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, დააკავეს 400-მდე ადამიანი. დაკავებულთა დიდი ნაწილი სასტიკად არის ნაცემი.
