რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ბაშკირეთიდანაც შეასრულებს. „დიდი ხნის ნანატრი ფრენები უფიდან საქართველოში!“ - ამ სათაურით განცხადება დღეს უფის საერთაშორისო აეროპორტმა გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
26 იანვრიდან, კვირაში ერთხელ, უფა-თბილისი-უფას მარშრუტზე თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 იფრენს. აეროპორტის ინფორმაციით, რეისებს მათი სტრატეგიული პარტნიორი, ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს.
„ფრენის ხანგრძლივობა 3 საათია. ბილეთები უკვე იყიდება“, - ნათქვამია აეროპორტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით, „აზიმუტი“ ფრენებს უკვე ახორციელებს მარშრუტებზე - მოსკოვი-თბილისი, მინერალნიე ვოდი-თბილისი, სოჭი-თბილისი და მოსკოვი-ბათუმი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს 1 686 200 უცხოელი ვიზიტორი ეწვია. აქედან 383 000 რუსეთის მოქალაქე იყო.
2023 წლის 10 მაისს მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება გამოსცა. გარდა ამისა, გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი. უკვე 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „აზიმუტის“ პირველი თვითმფინავი დაეშვა, ხოლო 20 მაისს თბილისიდან მოსკოვში მგზავრები „ჯორჯიან ეარვეისმა“ ჩაიყვანა. ივლისიდან, მოსკოვი-ქუთაისის მარშრუტზე ფრენების შესრულება კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ, „რედ ვინგსმა“ დაიწყო.
უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირს და რიგ ქვეყნებს რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული - აკრძალულია ფრენები როგორც რუსეთიდან, ისე რუსეთის მიმართულებით. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებდა, სანქციებს შეერთებულიყო.
საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებით 2019 წლიდან იყო შეწყვეტილი. ამის მიზეზი თბილისში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა.