გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ხელმძღვანელი სვენია შულცე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ევროპული მომავლის შანსზე დროებით მაინც უარს ეუბნება.
„ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ყოველდღე გამოდის ქუჩებში, რადგან მათ სურთ ევროპული, კოსმოპოლიტური საქართველო. სხვათა შორის, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული“, - განაცხადა სვენია შულცემ.
მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს არ განახორციელებს.
„ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. არც ახალი პროექტი განხორციელდება და არც სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება“, - განაცხადა სვენია შულცემ.
მისივე თქმით, BMZ იტოვებს უფლებას, მიიღოს შემდგომი ზომები ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში.
„მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში მიღებულ იქნა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, საქართველოსთან განვითარების სფეროში ახალი თანამშრომლობის პროექტების დაპირება არ ყოფილა“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან წინა თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან დაახლოებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
