„ჩადენილი ქმედებების გააზრების გარკვეული ტენდენცია, რომლის ტრანსლირებაც დღეს ჯერ წინასაარჩევნო პროცესის ლოგიკის კონტექსტში ხდება, როგორც ჩანს, მომავალში პრაქტიკულ ზომებს გულისხმობს“, - ასე გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„როგორც მოსალოდნელი იყო, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ მმართველი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ამის გაკეთებას არავინ აპირებს.
კობახიძის პოზიცია, რომ მისი თანამემამულეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, გმირები არიან, ხოლო ოსები, რომლებიც იცავდნენ თავიანთ მიწას - მკვლელები, სრულად შეესაბამება საქართველოში დამკვიდრებულ რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას.
თუმცა, ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კონკრეტულ მომენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე.
სამწუხაროდ, ოსი ხალხის ისტორიაში საქართველოს პოლიტიკისა და ქართველი პოლიტიკოსების მიერ 1920, 1989-2004 და 2008 წლებში დატოვებული ძალიან ბევრი სისხლიანი ლაქა და მოუშუშებელი ჭრილობებია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ახლა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „რეალური ნაბიჯის“ მოლოდინი აქვს.
„ჩვენ ველით, რომ ის რეალური ნაბიჯი, რომელიც დაადასტურებს ბატონი ივანიშვილის მიერ გაჟღერებული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტური უარი საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკების მიმართ ძალის ან ძალის გამოყენების მუქარის შესაძლებლობაზე“, - განაცხადეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქვე აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის გაძლიერება „სამხრეთ ოსეთის“ ისტორიულად გაცნობიერებული არჩევანია. მათ მიერ რუსეთი მოხსენიებულია როგორც რეგიონში „მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი“, რომლის ტერიტორიაზეც გაყოფილი ოსი ხალხის დიდი ნაწილი ცხოვრობს.
ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
გარდა ამისა, ივანიშვილი აცხადებს, რომ „ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის, ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად“ და ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. ეს არის ივანიშვილის მიერ დასახელებული ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც ის ცდილობს ამომრჩევლები დაარწმუნოს, 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ და პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოაპოვებინონ.
ამ თემაზე:
ცხინვალი: „ოცნება“ ამომრჩევლისთვის ბრძოლაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით სპეკულირებს