საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით, იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება.
ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში.
ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია. ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, - განაცხადა დანიგანმა.
აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე ამერიკის ელჩმა ივნისში, რუსული კანონის მიღების შემდეგაც ისაუბრა. „ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“ და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას“, - თქვა მაშინ რობინ დანიგანმა.
28 მაისს, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელებად“ აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია.
იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში, ორგანიზაციების ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. 3 სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. 25 000 ლარით დაჯარიმებასთან ერთად, მათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ ნების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირებენ.
„აგენტების რეესტრში“, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ნებაყოფლობით 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
