ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. როგორც ბოსნიელი სერბების პრორუსმა ლიდერმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მილორად დოდიკმა განმარტა, კანონპროექტს ევროპის ქვეყნების პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ბოლო დღეებში სპრსკას რესპუბლიკის მთავრობასთან და ეროვნული ასამბლეის მმართველი უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციები გავმართეთ სპეციალური რეესტრისა და არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის საჯაროობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. ყველა იურიდიული ექსპერტი, ვინც ეს კანონპროექტი განიხილა, თანხმდება, რომ ის სრულად შეესაბამება აშშ-ს კანონმდებლობას და რომ უფრო რბილია ფორმისა და გარკვეული სამართლებრივი ნორმების მხრივ.
თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობები თვალსაჩინოა და ისინი ეხება ევროპულ ნორმებს და ვინაიდან რესპუბლიკა სპრსკა ერთგულია ევროპული გზის, შევთანხმდით მის უკან გაწვევაზე და დამატებით ჰარმონიზაციაზე იმ კანონებთან, რომლებიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას აქვს.
ასე რომ, წინადადება გაწვეულია დამატებითი კოორდინაციისთვის და დადგენილი წესით, კვლავ დაუბრუნდება პროცედურას“, - წერს დოდიკი სოციალურ ქსელ X-ში.
სპრსკას რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას კანონპროექტი დღეს უნდა განეხილა, თუმცა, გუშინ ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა კანონმდებლებს აცნობა, რომ მთავრობას საპარლამენტო პროცედურიდან მისი მოხსნა ჰქონდა გადაწყვეტილი. მას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
სადავო კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის სექტემბერში წარადგინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასში ნათქვამია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები დაექვემდებარებიან სპეციალურ ზედამხედველობას, ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, დამატებით მოეთხოვებათ რეგისტრაცია და ფინანსური ანგარიშების წარდგენა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრს შეეძლება სასამართლოში მოითხოვოს მათი მუშაობის აკრძალვა.
კანონპროექტს ევროკავშირი აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროპულ გზასთან.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ოქტომბერში მიიღო, ხოლო მიმდინარე წლის მარტში, ევროკომისიამ ქვეყანას გაუწია რეკომენდაცია, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
