საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დანიის საელჩოს „გლობალური ომის პარტიის ნაწილი“ უწოდა. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ასე გამოეხმაურა დემოკრატიის ფესტივალს, რომელიც წალენჯიხასა და თელავში დანიის პარლამენტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და დონორები აფინანსებენ რევოლუციურ სცენარებს, ავტორიტარიზმისა და ანტიდემოკრატიულ ფესტივალებს. ეს ფაქტიც არის იმის მტკიცებულება, რომ დონორები აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და არა 26 ოქტომბრისთვის.
დანიის საელჩო არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს ბრძანება და ვალდებულია, ეს ბრძანება შეასრულოს. ამიტომაც არ აქვთ პასუხები. როგორ შეიძლება ჰქონდეს პასუხი რომელიმე ქვეყნის საელჩოს, როდესაც ის სუბიექტურად რომელიღაც პარტიას, ამ შემთხვევაში, რადიკალურ პარტიას აფინანსებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორს, არსამთავრობო ორგანიზაციას „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) საჯაროდ აქვს მითითებული, რომ ღონისძიება „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის იდეა მოდის დანიიდან, „ფოლკემოდეს“ სახალხო ფესტივალიდან - „ფოლკემოდე“ (Folkemødet) ღია დებატების პლატფორმაა, სადაც პოლიტიკოსები მოქალქეებსა და ორგანიზაციებს ხვდებიან.
EECMD-ის პროგრამების დირექტორის, მაია მაჭავარიანის განმარტებით, ფესტივალის მიზანია არაფორმალური სივრცის შექმნა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ, გაეცნონ მათ წინასაარჩევნო პროგრამებს, პირადად დაუსვან მათ კითხვები, ასევე, გაიგონ მეტი თბილისსა და რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, გაიცნონ მცირე და საშუალო მეწარმეები, მწერლები, მუსიკოსები, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სამოქალაქო და პოლიტიკურ ჩართულობას.
ფესტივალს ოპოზიციური პარტიების ნაწილი დაესწრო, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და „ლელო“. ორგანიზატორების განცხადებით, მიწვეული იყო ყველა პარტია, მათ შორის მმართველი„ქართული ოცნებაც“, თუმცა მათ მიწვევაზე უარი თქვეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებას „ავტორიტარიზმის ფესტივალი“ უწოდა და საარჩევნო პროცესში გარე ჩარევად შეაფასა.
„როგორც ვიცი, ამ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო, მათ შორის, სააკაშვილის სურათები. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ, რეალურად, ტარდება „ავტორიტარიზმის ფესტივალი“. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „ავტორიტარიზმის ფესტივალს“ საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები“, - თქვა კობახიძემ.
დემოკრატიის ფესტივალი 27 ივლისს წალენჯიხაში, 3 აგვისტოს კი თელავში ჩატარდა. ღონისძიება გაიმართება ქუთაისსა და ბათუმშიც.
