თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ჩვეულებრივი სისულელე“ უწოდა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს. ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა ის, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მერიაში მუშაობას აგრძელებს ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს და 30 ნოემბერს შედგენილ პეტიციას მოაწერეს ხელი.
თბილსის მერიიდან არერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ისინი გაემიჯნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
მერიიდან გათავისუფლებულთა შორისაა გიგა სოფრომაძე, რომელიც 8 წლის განმავლობაში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი იყო. სამსახურიდან გაუშვეს მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერი თაია მახარაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ნინო კიკნაძეც. ისინი გათავისუფლებას საკუთარ პოზიციას უკავშირებენ.
დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რის შედეგადაც, აღარ იქნება შესაძლებელი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანა. გარდა ამისა, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს საჯარო სამსახურში მის აღდგენას.