საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველეს ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.
პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან. ელჩის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც დიდი ყურადღებით მოხდება.
„საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება OSCE/ODIHR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ქვეყნის ხელისუფლება 9 მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, 9 პირობიდან ერთ-ერთია. პირობების შესრულება აუცილებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.
