დავითაშვილმა 2018 წელს თქვა, რომ 2-3 წელში მთელ ქვეყანაში გაფრთხილების სისტემები იქნებოდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„2-3 წელიწადში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“, - აცხადებდა ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინიტრი ლევან დავითაშვილი 2018 წლის ივლისში, ზემო სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2018 წლის 6 ივლისს, ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრას ხეობაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები, დაინგრა ხიდები, დაზიანდა საავტომობილო გზები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ლევან დავითაშვილი მაშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია“, - ამბობდა ის 2018 წლის 6 ივლისს.

ჭუბერის სტიქიიდან 5 წლის შემდეგ ადრეული გაფრთხილების სისტემა არ ყოფილა დამონტაჟებული რაჭაში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (ჭანჭახის აუზი), სადაც 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური პროცესები განვითარდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტი შოვი და სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის მიხედვით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15:15 საათზე შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე, დაახლოებით 26 ჰექტარზე გაიშალა, სადაც დაფარა არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულ ნაკადს სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე სავარაუდოდ 8-10 წუთში უნდა მიეღწია.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ადამიანების სიკვდილის თავიდან არიდება დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.