რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა, დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არტემ ტუროვმა განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონზე ხელმოწერით ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს თავიანთი პოზიციის დაცვა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის „მუქარის“ მიუხედავად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა მასზე ვერ შეძლონ გარედან გავლენის მოხდენა, რათა ქვეყანა განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების რიგ პოლიტიკოსებს უნდათ.
ჩვენ ვნახეთ რა რეაქცია იყო, როგორც კი კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის სანქციების მუქარა და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ, რომ დაიცვეს ეს პოზიცია და გააკეთეს არჩევანი თავიანთი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ტუროვმა რუსულ მედიასთან.
დუმის დეპუტატის თქმით, ქებას იმსახურებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც მოიქცნენ ისე, როგორც პროქართველი პოლიტიკოსები და არა როგორც პროდასავლელები.
„ჩვენ ვიცით, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში - რამდენიმე ათეული ათასი, რომლებიც, პირველ რიგში, ფინანსდებიან, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან, სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან და სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ძალიან აქტიურად ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებასა და საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე“, - აღნიშნა ტუროვმა.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი ძალაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევიდა.
კანონის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. ასეთი ორგანიზაციები ვალდებულები არიან აგვისტოში განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის სააგენტოს და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია მოითხოვონ.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. კანონი იუსტიციის სმაინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმებს.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, ყველა პირი (მათ შორის, ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. იუსტიციის სამინისტროს ფიზიკური პირებისგან შეუძლია გამოითხოვოს პერსონალური მონაცემები, კომერციული, პროფესიული და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.
რუსეთის დუმამ მსგავსი კანონი 2012 წელს მიიღო და მომდევნო წლებში არაერთი ცვლილებით კიდევ უფრო გაამკაცრა.