ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) დაადგინა, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ქალს, რომლიც განიცდის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ძალადობას, მათ შორის, სექსუალურ და ოჯახში ძალადობას, ან ასეთი რისკის ქვეშ არის, უფლება აქვს ევროკავშირში დაცვა მოითხოვოს და ლტოლვილის სტატუსი მიიღოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქურთული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე მუსლიმი ქალის საქმეს ეფუძნება. ქალი აცხადებდა, რომ ოჯახმა ქორწინება აიძულა, მეუღლე კი ემუქრებოდა და სცემდა. ის ბულგარეთში გაიქცა, საადაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა. ქალი ამტკიცებდა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოდა. საქმის განმხილველმა ბულგარეთის სასამართლომ გადაწყვიტა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის მიემართა.
მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის და დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭების პირობებს ევროპარლამენტის 2011/95 დირექტივა ადგენს. ლტოლვილის სტატუსი მინიჭება ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც მესამე ქვეყნის მოქალაქე განიცდის დევნას რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო, ხოლო დამატებითი დაცვა ენიჭება მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ლტოლვილად არ განიხილება, თუმცა მის მიმართ არსებობს დამაჯერებელი საფუძველი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება სერიოზული ზიანის მიყენების რეალური რისკის წინაშე, რაც მოიცავს, მათ შორის, სიკვდილით დასჯას და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას.
მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული დირექტივა სტამბოლის კონვენციასთან თანხვედრაში უნდა იქნეს ინტერპრეტირებული. აღნიშნული კონვენცია ევროკავშირისთვის სავალდებულო დოკუმენტია და გენდერული ნიშნით ქალების წინააღმდეგ ძალადობას დევნის სახედ აღიარებს. გარდა ამისა, სასამართლომ განაცხადა, რომ ქალები, მთლიანობაში, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც სოციალურ ჯგუფის [დირექტივის მნიშვნელობით] წევრები. შესაბამისად, მათ შეუძლიათ მიიღონ ლტოლვილის სტატუსი, როდესაც წარმოშობის ქვეყანაში ექვემდებარებიან ფიზიკურ ან ფსიქიკურ ძალადობას, მათ შორის, სექსუალურ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას მათი გენდერის გამო.
„თუ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის პირობები არ კმაყოფილდება, მათ, შესაძლოა, მიიღონ დამატებითი დაცვა, მათ შორის, მაშინ, როდესაც არსებობს მოკვლის ან ძალადობის რეალური რისკი, მათი ოჯახის ან საზოგადოების წევრის მხრიდან კულტურული, რელიგიური ან ტრადიციული ნორმების სავარაუდო დარღვევის გამო“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ 16 იანვარს გავრცელებულ პრესრელიზში.
ევროპარლამენტში სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ. როგორც გერმანელმა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტში მწვანეთა ჯგუფის თანაპრეზიდენტმა, ტერი რეინკემ „დოიჩე ველესთან“ განაცხადა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას ის ქალებიც, რომლებსაც ევროკავშირის პასპორტი არ გააჩნიათ, მაგრამ არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი თავიანთ ქვეყანაში. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება სათანადოდ შესრულდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალში, ევროკავშირში დაცვას მეტი ქალი მიიღებს.