რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ლიდერს, რეჯიფ თაიფ ერდოღანს შესაძლოა თურქეთში შეხვდეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მხარეები პუტინის თურქეთში ვიზიტზე შეთანხმდნენ, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. ამ დროისთვის, პუტინის ვიზიტის თარიღი უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„თურქეთი გააგრძელებს ინტენსიურ ძალისხმევას და დიპლომატიას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას რეჯიფ თაიფ ერდოღანმა. მან ხაზი გაუსვა „მარცვლეული შეთანხმების“ მნიშვნელობას და მას მშვიდობის ხიდი უწოდა. როგორც ერდოღანმა თქვა, „მარცვლეულის შეთანხმების“ დიდი ხნით შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს და ყველაზე მეტად მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს დააზარალებს.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც გაავრცელა. რუსული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთ-თურქეთს შორის დიალოგი მრავალმხრივია და მათი თანამშრომლობა გრძელდება. რუსული მხარის განცხადებით, მოხდა შეთანხმება სხვადასხვა დონეზე კონტაქტის გაგრძელების თაობაზე, მათ შორის, ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრის მომზადების კონტექსტში.
„ვლადიმერ პუტინმა დააფიქსირა რუსეთის პრინციპული პოზიცია შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან და რუსული საკვებისა და სასუქების მიწოდების განბლოკვასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილის განხორციელებაში პროგრესის სრული არ არსებობის პირობებში, მისმა შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა“, - ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამასთან, რუსული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, დაბრუნდეს შეთანხმებას მაშინვე, როგორც კი დასავლეთი რუსეთის წინაშე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
ერთი წლის წინ, უკრაინის, რუსეთის, გაეროსა და თურქეთის მიერ გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმების“ პირობების შესრულებაზე რუსეთმა უარი 17 ივლისს თქვა. გაეროში ამერიკის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის ინფორმაციით, რუსეთს შეთანხმებაში დასაბრუნებლად სურს, რომ მის მიერ წარმოებული სასუქი გლობალურ ბაზარზე გაიტანოს, რუსულ გემებს მოეხსნათ საერთაშორისო პორტებში შესვლის შეზღუდვა და შესაძლებელი გახდეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ პირობების დაკმაყოფილების გარდა, პუტინი „რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის“ („როსსელხოზბანკი“) საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებასაც ითხოვს.
2023 წლის მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, ის შესაძლოა დააპატიმრონ. თუმცა, იმის გამო, რომ თურქეთი სასამართლოს სადამფუძნებლო ხელშეკრულების - რომის სტატუტის მხარე არ არის, თურქეთში ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტს ეს რისკი არ შეექმნება.