„ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც, ასევე, ცოტა პროვოკაციულია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა“, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომელიც მან 29 აპრილს, „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ. პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება დღეს, რა მოხდება ხვალ, ან ზეგ, ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის მთავრობას ეკისრება, რადგან ამ მოვლენათა ჯაჭვი მათ გამოიწვიეს“,
პრეზიდენტმა ელჩებს ბოდიში მოუხადა მათი ქვეყნების მიმართ ხელისუფლების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმების გამო და უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ და აფასებენ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებას: „თქვენ ის ქვეყნები ხართ, რომლებიც 30 წელზე მეტია, 33 წელია მხარს უჭერენ ამ ქვეყნის ყველანაირ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ, კულტურულ ინფრასტრუქტურას, ქართული იდენტობის დაცვას. ყველა ის პროგრამა, რომელიც თქვენმა ქვეყნებმა და თქვენმა არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციებმა განახორციელეს, იყო საქართველოს ინტერესში“.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია: „სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა.
ეს მოვლენები გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ არსაიდან, ხელახლა სწორედ მაშინ წარადგინა ეს ძალიან პროვოკაციული „უცხო აგენტების“ კანონი და სხვა კანონები, როდესაც მთელი ქვეყანა ევროპული გზის ირგვლივ იყო გაერთიანებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია მოიპოვა.
ამ კანონებს მე ერთი-მეორის მიყოლებით ვადებ ვეტოს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ თუ გვინდა, რომ წლის ბოლომდე (ან უახლოეს პერიოდში) გავხსნათ მოლაპარაკებები. ასე რომ, ამის გაკეთება [ამ კანონის ხელახლა წარდგენა] თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ. ეს იყო საზოგადოებაზე ძალადობა. იმ საზოგადოებაზე, რომელიც ყოველთვის ხედავდა, რომ საუკეთესო თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გრძელვადიანი დაცვა და თავდაცვა რუსეთის ნებისმიერი იმპერიალისტური მცდელობებისგან - ევროკავშირია“.
პრეზიდენტმა ელჩებს მიმართა, რომ მათ მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ „საქართველოს მოსახლეობას დაანახონ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა და ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს“.
„ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება - ევროპული საპარლამენტო არჩევნების“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება ხელისუფლების გარედან დანიშვნის მთავარი ინსტრუმენტია, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს.