ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, საქართველო სრულიად არასწორი მიმართულებით მიდის. ცაჰკნამ ამის შესახებ ლუქსემბრუგში განაცხადა, სადაც ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დღეს ოფიციალურად გაიხსნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ესტონეთისთვის ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ ევროკავშირს 20 წლის წინ შევუერთდით, გაფართოების პროცესი ჩვენთვის საკითხის სტრატეგიული და ბუნებრივი ნაწილია, რადგან ჩვენ არ უნდა გვქონდეს ნაცრისფერი ზონები ევროკავშირის ირგვლივ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ გაფართოების პროცესს დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით.
სამწუხაროდ, საქართველო სრულიად არასწორი მიმართულებით არის. გუშინაც განვიხილეთ საქართველოს ვითარება და ერთი მხრივ, ძალიან სამწუხაროა, მეორე მხრივ კი - არც ისე, რადგან გადავწყვიტეთ, რომ ევროკავშირის მიმართულებით ქართული პროცესი შეჩერებულია. ასევე იქნება გადაწყვეტილებები დაფინანსების შესახებ, იმედი მაქვს, დიპლომატიური პასპორტების შესახებაც შენგენში შესვლის თავიდან ასაცილებლად და სხვა მრავალ სანქციაზე“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ და აღნიშნა, რომ ძალიან წუხს საქართველოს გამო, რადგან ხალხის 80 პროცენტზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
საქართველო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ბორელმა მკაფიოდ თქვა, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და თუ მთავრობა არ შეცვლის მოქმედების კურსს, ქვეყანა ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წავა. ბორელმა შესაძლო ზომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან შეამცირებს პოლიტიკურ კონტაქტებს, განიხილავს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადახედავს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მხარდაჭერას.
„ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონი საქართველოს ევროპულ გზას სრულიადაც არ უქმნის საფრთხეს. არ გაგიჭირდებათ გამოიცნოთ რომელი. დიახ, ზოგიერთი ღონისძიება მოითხოვს ერთსულოვნებას. პოლიტიკური შეფასება არ საჭიროებს ერთსულოვნებას. პოლიტიკური აქტივობის დონის შემცირებას არ სჭირდება ერთსულოვნება, ვფიქრობ, რომ 26 წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს. მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაწევა არის ის, რაც კომისიამ უნდა განახორციელოს, თუ საბჭოს ორი მესამედი მხარს დაუჭერს. ერთსულოვნება არ არის საჭირო არც ევროპის სამშვიდობო მექანიზმიდან საქართველოს მხარდაჭერის არ გაგრძელებისთვის“, - განაცხადა ბორელმა. მისი თქმით, ეს ზომები შეიძლება დაუყოვნებლივ იქნეს გამოყენებული.
