ევროკავშირის ქვეყნები თბილისში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებს ეხმაურებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის, დანიის, საფრანგეთის, ნორვეგიის და ფინეთის საგარეო უწყებები ეხმაურებიან თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას მოჰყვა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით.

„დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს“, - აცხადებს მინისტრი.

საქართველოში არსებულ ვითარებას „ყურადღებით აკვირდება“ საფრანგეთი. ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეშფოთებულები არიან დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით.

ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს.

საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს“, - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ აიდემაც.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. ვწუხვარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია“, - აღნიშნა ნორვეგიელმა დიპლომატმა.

„საქართველო ევროპაა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ. როგორც ის ამბობს, იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირის პროცესი, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში.მტკიცედ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ვალტონენის განცხადებაში.

28 ნოემბერს, არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარბია, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე იძალადეს. ორი დღის განმავლობაში აქციებზე დაკავებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 150 შეადგინა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.