6-9 ივნისს ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატებაზე მიუთითებს. ამ ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
მარინ ლე პენის მემარჯვენე პოპულისტურმა „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ხმების დაახლოებით 32% მიიღო, ხოლო მმართველმა „რენესანსმა“ - 15%. მესამე ადგილზე, ხმების 14%-ით, საფრანგეთის სოციალისტური პარტია გადის. ეროვნული ასამბლეის ვადამდელი არჩევნების პირველი და მეორე ტურები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.
„ნაციონალისტებისა და დემაგოგების აღზევება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ერს, არამედ ჩვენს ევროპასაც, საფრანგეთის ადგილს ევროპასა და მსოფლიოში. უკიდურესი მემარჯვენეობა არის ფრანგი ხალხის გაღატაკებაც და ჩვენი ქვეყნის დაცემაც. ასე რომ, ამ დღის ბოლოს, თავს ისე ვერ დავიჭერ, თითქოს არაფერი მომხდარა. ამიტომ გადავწყვიტე, კვლავ მოგცეთ ჩვენი საპარლამენტო მომავლის არჩევანი კენჭისყრის გზით“, - განაცხადა მაკრონმა.
გერმანიაში, სამთავრობო კოალიციის სამი პარტია ბევრად ჩამორჩება მემარჯვენე-ცენტრისტულ ქდკ/ქსკ-ს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), რომელსაც 30% აქვს და ულტრამემარჯვენე პარტიას - „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც, სავარაუდოდ, ხმების 16%-ს მოაგროვებს. კერძოდ, კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, არჩევნებში მხოლოდ დაახლოებით 14%-ს იღებს, „მწვანეები“ - 12%-ს, „თავისუფალი დემოკრატები“ - 5%-ს. ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებთან შედარებით, ხმები ყველა მათგანმა დაკარგა.
ევროკავშირის 360 მილიონი მოქალაქე ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს. საერთო ჯამში, ყველაზე მეტი ხმა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსმა მიიღო.
წინასწარი შედეგებით, ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ევროპარლამენტში ყველაზე მეტი, 191 ადგილი აქვს, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ (S&D) - 135, „განაახლე ევროპას“ (Renew Europe), რომელშიც მაკრონის პარტიაც შედის - 83, „ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს“ (ECR) - 71, „იდენტობასა და დემოკრატიას“ (ID) - 57 „მწვანეები“/EFA-ს - 53, „მემარცხენეს“ (Left) - 35. სავარაუდოდ, 45 და 50 ადგილი განაწილდება წევრებზე, რომლებიც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ ჯგუფში არ შედიან და ახალარჩეულ წევრებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან 2019-2024 წელს პარლამენტში შექმნილ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა და მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ მთავარმა კანდიდატმა, ევროპელ ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს კარგი დღეა „ევროპის სახალხო პარტიისთვის“. ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
ახალარჩეულმა პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტების, მათ შორის ევროკომისიის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელების არჩევას.
