საერთაშორისო საგამოძიებო მედია, Follow the Money (FTM) აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვით, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე თავის ბიზნეს ინტერესებს ნიდერლანდების გავლით ახორციელებს. ამსტერდამშია რეგისტრირებული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებით ცნობილი „იმედის“ მშობელი კომპანიაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
FTM-მა და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გააანალიზეს რუხაძის კუთვნილი კომპანიების ქართული და ნიდერლანდური წლიური ფინანსური ანგარიშები და აღმოაჩინეს, რომ ექვსი ფირმიდან ოთხი რეგისტრირებული იყო ნიდერლანდებში - ქვეყანაში, რომელსაც ხელსაყრელი საგადასახადო გარემო აქვს. ესენია: „იმედის“ მფლობელი „მედია ფაინენს გრუპ“, ასევე “ლიბერთი ბანკის”, “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” და “ჰანიველ ცემენტის” (ყოფილი “ქართული ცემენტი”) მშობელი კომპანიები.
“რუსთავის მეტალურგიული ქარხანა” და “ჰანიველ ცემენტი”, ბრუნვის მიხედვით, საქართველოში 30 უმსხვილეს კომპანიას შორისაა, ხოლო „ლიბერთი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კომერციული ბანკია, რომელიც, პენსიების მომსახურების კუთხით, თითქმის სრულად მონოპოლისტია.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ჰანეველ ცემენტის“ მშობელი კომპანიაა “კავკასუს ცემენტ ჰოლდინგი”, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კერძო საინვესტიციო ფონდმა ნაწილობრივ შეისყიდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ნიდერლანდებში ხელისუფლებას უფრო აქტიურად მოუწოდებენ ივანიშვილისა და რუხაძისთვის სანქციების დაწესებისკენ, ნიდერლანდურ ბიზნესთან მათი კავშირების გამო. თუმცა, FTM-ის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიდერლანდების მთავრობა ამ მოწოდებებს გაითვალისწინებს.
„მთავრობა მიუღებლად მიიჩნევს ნიდერლანდური სტრუქტურების მიერ იმ უცხოური საინფორმაციო არხების დაფინანსებას, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.
თუმცა, სანამ ისინი არსებულ კანონებსა და რეგულაციებს შეესაბამებიან, მათი ქმედებები დასჯადი არ არის“, – წერდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი მარტში.
ტელეკომპანია "იმედის" მთავარი აქციონერი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ირაკლი რუხაძის საინვესტიციო კომპანია "ჰანიველ პარტნერსი" (Hunnewell Partners) უარყოფს ნებისმიერი სახის არაკანონიერ ქცევას.
„ჩვენ სრულად ვიცავთ ნიდერლანდების კანონებსა და რეგულაციებს“, – აღნიშნა კომპანიამ FTM-სთვის გაგზავნილ პასუხში. თუმცა, როგორც FTM წერს, არსებობს ამ განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
კერძოდ, 2021 წლის შემდეგ “ჰანიველ ცემენტის” დირექტორებს ხელი არ აქვთ მოწერილი კომპანიის წლიურ ანგარიშგებაზე, იმის გამო, რომ აუდიტის დასრულებას ელოდნენ. FTM-ის აღნიშნავს, რომ ნიდერლანდებში აუდიტორის დასკვნა კანონით სავალდებულო არ არის, თუმცა დირექტორების მიერ ხელმოწერილი წლიური ანგარიშგების წარდგენა სავალდებულოა. ხელმოწერების გარეშე დოკუმენტი ვერ იქნება მიღებული და ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. FTM-ის კითხვაზე, ნიდერლანდების სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საქმეში „სამი ეკონომიკური დანაშაულია“, თითო თითოეული ფინანსური წლისთვის. ხელმოწერები აკლია „იმედის“ მშობელი კომპანიის უახლეს წლიურ ანგარიშებსაც.
დღეს, 10 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „ლიბეთი ბანკი“ იყიდება და მას „ბაზისბანკი“ ყიდულობს. ამ საკითხის განხილვა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო.
