გერმანიამ გაამკაცრა ზომები იმ უცხოელების ქვეყნიდან გასაძევებლად, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ახალი კანონი ბუნდესტაგმა, გერმანიის პარლამენტმა, 18 იანვარს მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კანონის მიზანია, რომ მიგრატებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, გერმანია მალე დატოვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სადეპორტაციო პატიმრობის მაქსიმალური ვადის 10-დან 28 დღემდე გახანგრძლივებაა. გარდა ამისა, პოლიციას ექნება უფლება ჩხრეკა ჩაატაროს არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ ოთახებში, სადაც დეპორტაციას დაქვემდებარებული პირები ცხოვრობენ, არამედ საცხოვრებლის სხვა ნაწილებშიც. ეს მათ საშუალებას მისცემს პიროვნების ვინაობის და წარმოშობის დამდგენი დოკუმენტები მოიძიონ. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ზოგჯერ არალეგალები უარს ამბობენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენაზე, რადგან იციან, რომ ამან შესაძლოა სამშობლოში მათი დაბრუნების პროცესი გაართულოს ან შეაფერხოს. ჩხრეკა დაშვებული იქნება ღამის საათებშიც, თავად დეპორტაციის შესახებ გაფრთხილება კი წინასწარ აღარ გაიცემა. გამონაკლისი გათვალისწინებულია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 12 წლამდე ბავშვი ჰყავთ.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა პარლამენტში დებატების დროს.
ამასთან, კანონი თავშესაფრის მაძიებლებს უფლებას მისცემს, გერმანიაში დასაქმდნენ ქვეყანაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ. აქამდე ეს ცხრა თვეში იყო შესაძლებელი.
გერმანიის შინაგან სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს გერმანიაში რეგისტრირებული იყო დაახლოებით 243 000 უცხოელი, რომელიც ქვეყნიდან დეპორტაციას ექვემდებარებოდა. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, 193 000 მიგრანტს, ქვეყანაში დროებით ყოფნის უფლება გააჩნდა, რადგან დაუყოვნებელი დეპორტაცია ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებლად ითვლებოდა. შს სამინისტროს თანახმად, გასულ წელს გერმანიიდან უკანონო მიგრანტების დეპორტაციის 16 430 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია.
2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9399-მა მოქალაქემ მოითხოვა, მათგან 8414-მა პირველად, ხოლო 985-მა განმეორებით. მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების ანგარიშის მიხედვით, განხილული იქნა საქართველოს 10 038 მოქალაქის განაცხადი, საიდანაც მხოლოდ 0.3% დაკმაყოფილდა.
გასული წლის აგვისტოში, გერმანიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ითვალისწინებს.