საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ითვალისწინებს. როგორც თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ გერმანიაში თავშესაფრის მოპოვების შანსები დაბალია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 2 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 3 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 4 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
„გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. ცირკულარულ მიგრაციას გავაძლიერებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რათა გერმანულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს.
ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალკვალიფიციური მუშა ხელი, ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სფეროში გაცვლა, გაზიარება სასწავლო სფეროში სტუდენტების, მეცნიერების. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი მიგრაციის შეთანხმება მიგვიყვანს იქამდე, რომ არარეგულარული მიგრაცია ორივე ქვეყანაში შემცირდება“, - აღნიშნა ნენსი ფეზერმა და ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სამუშაო ვიზების აღება გამარტივდება.
„ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას. ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება და გაგრძელდება“, - განაცხადა გომელაურმა.
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 14 048 მოქალაქემ მოითხოვა. განაცხადების 40% გერმანიაში შეავსეს, 28% - საფრანგეთში. მესამე ყველაზე პოპულარული ქვეყანა იტალიაა. მას მოსდევს ირლანდია, საბერძნეთი და ბელგია.
Deutsche Welle-ის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დეპორტირებულთაგან ყველაზე მეტი, 705 საქართველოს მოქალაქეა, 665 ჩრდილოეთ მაკედონიის და 659 ავღანეთის.
